|
2020-03-21 16:30:25, 1353 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე ეკლესიაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვაზე - მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ეს წინასწარი შეთანხმებაა
„გირჩის“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, 10 ადამიანზე მეტის ადამიანის ერთად შეკრების აკრძალვით, მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება. მისი თქმით, საპატრიარქომ გუშინდელი გადაწყვტილებით აჩვენა, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო დღევანდელი შეზღუდვით მთავრობამ შემოვლითი გზით მოახერხა ხალხმრავლობის აღკვეთა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. მისი თქმით, ეს მთავრობასა და საპატრიარქოს შეთანხმების ნაწილი იყო. „ყველა ზომას, რომელიც გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობით, მთავრობა ისედაც ახორციელებდა. ერთადერთი სიახლე - 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვაა. გასაგებია, რომ ეს ზომა კონკრეტულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხლმრავალი რიტუალი. ისიც გასაგებია, რომ მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება - საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)