|
2020-03-21 15:50:29, 1157 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებზე
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
"დღეის მდგომარეობით, მცხეთა-მთიანეთში, უკვე 200-ზე მეტი საზოგადოებრივი კვების ობიექტის მუშაობაა შეჩერებული. 40 ობიექტი საკვების სახლში მიტანის სერვისით აგრძელებს ფუნქციონირებას. დროებით დაიხურა რეგიონის მასშტაბით არსებული კაზინოები, სპა-ცენტრები, სილამაზის სალონები და ელექტროტექნიკის მაღაზიები. შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ინტენსივობა მინიმუმამდე შემცირდა და რეისები მხოლოდ მოსახლეობისთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. ამასთან, მძღოლები სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით რეგულარულად ამუშავებენ. COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფებიც შეიქმნა. მოხალისეები, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან მცხეთა-მთიანეთში მოქმედ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან",- ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)