14:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 22:30:32, 1487 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში, ირანში ან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა

„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ“, - ამის შესახებ საპატიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კორონავირუსის გამო, საერთო კოვზის ზიარებისას ეკლესიის პასუხიმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ზიარების წესი არ შეიცვლება.

როგორც სინოდმა განაცხადა, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით რამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია.

„არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე. სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემიები. ღრმად გვწამს, რომ ღვთისწყალობით და ყოვლადჭმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად, ერი და ბერი გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics