|
2020-03-20 16:09:06, 1432 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე ვაშაძის შემოთავაზებაზე - მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ გვაჩუქებდა ტესტებს და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი
„მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ გვაჩუქებდა ტესტებს და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვაენლი ამირან გამყრელიძე „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეთავაზებას, რომ უწყებებს ტესტირების მომწოდენლებტან დააკავშირებდა. მისივე თქმით, დღეს ამ მიმართულებით ცენტს არაერთი ადამიანი დაეხმარა, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც. „დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის. მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ გვაჩუქებდა ტესტებს და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმიტომ, რომ მე ახლა გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათაშორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. როცა ჩვენ მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ყველა მათგანს ჩვენ დიდ მადლობას სათითაოდ გადავუხდით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მანვე აღნიშნა, რომ მათ ინფორმაცია ძალიან ბევრი აქვთ, ხოლო თუ გიორგი ვაშაძეს შეუძლია დაეხმაროს მათ და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი იქნებია. „დაკავშირება მომწოდებლებთან ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩვენთან შემოდის საშუალოდ ათი კომპანიიდან მაინც შემოთავაზება ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ჩვენი ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს მონაცემებს, რომელიც გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად მთელი რიგი ტესტების შეძენას. ასევე, გეტყვით, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან რათა გარკვეული რაოდენობა გადმოგვცენ. იცით, რომ გასულ კვირას ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის საშუალებით და მომავალ კვირაში ათას ტესტს უკვე ამ დახვეწილი ტექნოლოგიისა გადმოგვცემს. ეს მუშაობა სეიროზულად მიმდინარეობს და ბატონ გიორგის მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ინფორმაცია ძალიან ბევრი გვაქვს, თუ მას შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)