|
2020-03-20 15:33:17, 1211 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე - მთავარ იარაღად კვლავ იზოლირება რჩება
მიუხედავად დაგეგმილი ღონისძიებისა რაც მასობრივ ტესტირებას მოიცავს მთავარ იარაღად კვლავ თვითიზოლაცია რჩება - ამის შესახებ, აკაკი ზოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტესტირება დაავადების შეკავებას დაეხმარება , ხოლო მოსახლეობამ კი პირველ რიგში, კვლავ ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაციები უნდა დაიცვას და დარჩნენ სახლში. ,,დღეს იყო საზოგადოებრიი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრა,თუ რა სავარაუდო სცენარები შეიძლება განვითარდეს ყველაზე მძიმე და ყველაზე საიმედო შემთხვევაში და იმ საკითხებზე თუ რა ღონისძიებები გატარდა მთავრობისმიერ და რა ზომებია გასატარებელი , ეს იყო ის საკითხები რაზეც ძირითადად მიდიდოდა მსჯელობა. კონკრეტული ღონისძიებები დაისახა, კონკრეტულ შეთანხმებებსაც მივაღწიეთ, რომ კვირაში ერთხელ მოხდება ამ ფორმატში მსგავსი საკითხების განხილვა, მოდელირება იმ სიტუაციის რაც შემდეგი თვის განმავლობაში გვექნება. ვისაუბრეთ ტესტირებაზე, იმაზე თუ როგორუნდა მოხდეს და რომელ ჯგუფს ჩაუტარდება პირველ რიგში. ტესტირება არ არის პანაცია, ის ბოლოს არ მოუღებს ქვეყანაში ეპიდ აფეთქებას, ეს არის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი, რომლითაც მოხდება დაავადების შეკავება, მაგრამ რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვის ორგანიზაციის კომპეტენცია და ჩამოწერილია კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია რჩება იგივე: იზოლირება, ფიზიკური დისტანცირება და სოციალური სოლიდარობა. ტესტირებაც ეხმარება სწორედ იმას, რომ გამოვავლინოთ ადამიანები რომლებიც უნდა მოხვდნენ კარანტინში. მთავარ იარაღად რჩება კვლავ იზოლირება, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)