|
2020-03-19 14:57:52, 1265 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია
"შემდგომი ზომების მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ტენდენციები გლობალურად და ასევე ადგილობრივად საქართველოში. ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკულ სიტუაციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლელიც პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების საშუალებას გვაძლევს. "ჩვენ გვაქვს ყოველდღიური რეკომენდაციები მთავრობასთან, პრემირ-მინისტრთან, ბუნებრივია, შემდგომი ზომების მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ტენდენციები გლობალურად და ასევე ადგილობრივად საქართველოში. ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ზოგადად საგანგებო მდგომარეობას, საგანგებო მდგომარებოოის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მეტი შეზღუდვის დაწესებაა აუცილებელი, როგორც ადამიანების მიმართ, ასევე ორგანიზაციების მიმართ, თუ იქნება ასეთი საჭიროება და აუცილებლობა ამ შემთხვევაში ბუნებრივია შესაბამის ზომაზეც შეიძება ფიქრი, თუმცა ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტიელბა კონსულტაციების საფუძველზე. სამი ინსტანცია არის ამ შემთხვევაში ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, ესენია პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებიც წარადგენენ შესაბამის აქტს პარლამენტში, ამის შემდეგ უკვე იქნება შესაბამისი აქტი კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ასეეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ზოგადად ყველა შესაძო ვარიანტი განიხილება, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა პრევენციაზე. საგანგებო მდგომარეობაც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს საპრევენციო ზომების გაძლიერების საშუალებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)