21:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 10:39:27, 1200 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მისი თქმით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 400-ზე მეტი პირი იმყოფება.

„ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს, რომლებიც გადაყვანილი იქნა საკარანტინე ზონიდან, ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. რაც შეეხება საავადმყოფოში, ზოგადად, ჰოსპიტალიზირებულია ამ 2 პაციენტის გარდა 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 400-ზე მეტი პირი გვყავს მეთვალყურეობის ქვეშ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ კონტროლირებადი და ამ ეტაპზე, კარანტინის სივრცეში მყოფი ყველა პირის მდგომარეობა არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics