|
2015-08-06 16:03:21, 1330 ნახვა
კომენტარი
კახა კახიშვილი არასამთავრობოებზე: გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას, მირჩევნია მათგან პირდაპირ მივიღო ინფორმაციები
„გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას, მირჩევნია მათგან პირდაპირ მივიღო ინფორმაციები“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „განვიხილეთ ყველა ის პრობლემა, სადაც შესაძლებელია საფუძვლები შევისწავლოთ. ასევე დავისახეთ პრიორიტეტები, როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას, ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენ, ყოველთვის ისედაც გვქონდა კონტაქტი, სმს–ით, ტელეფონით, იგივე კონფერენციების ფარგლებში ვხვდებოდი, მაგრამ ასეთი კონკრეტული შეხვედრები, დახურული , სადაც შეგვიძლია კონკრეტული საკითხები განვიხილოთ, დავისახოთ პრიორიტეტები, რას ვაკეთებთ დღეს, მასზეგ და ა.შ. ეს არის ძალიან კარგი იმიტომ, რომ მირჩევნია გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას, პირდაპირ მივიღო ინფორმაციები და პირდაპირვე დავსახოთ თანამშრომლობის გეგმები“, – აღნიშნა კახიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელები მინისტრთან შეხვედრას დადებითად აფასებენ. ამასთან, „განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელი ქეთი ჩაჩავა ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მნიშვნელოვანია პროგრამები გაიზარდოს, შეიქმნას სხვადასხვა საწარმოები, რაც პატიმრებს შემოსავლის წყაროს გუჩენს. „ასევე საკმაოდ დიდი რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი, რომ ეს ადამიანები სასჯელასრრულების დაწესებულებიდან გამოსვლისას , უკან არ შებრუნდნენ და მოხდეს მათი სრულად რეაბილიტაცია, სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში“, – განაცხადა ჩაჩავამ და აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველივე დღესვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის საკითხსაც. როგორც კახა კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, იმისათვის, რომ საზოგაოდებრივი მონიტორინგი შეიქმნას, უნდა შეიმუშაონ კრიტერიუმები და მოხდეს მონიტორინგის წევრების უნარჩვევების ამაღლება. „საზოგადოებრივი მონიტორინგის პრობლემა არც იყო და არც არის, მაგრამ, უნდა შეიქმნას სპეციალური კრიტერიტუმები. როდესაც საზოგაოდებრივ მონიტორინგზე ვსაუბრობთ, ხვალვე რომ ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი უნდა შეიქმნასო, ის ორგანიზაციებიც კი, რომლებმაც საერთოდ არც კი იციან ციხე სად იმყოფება, ისინიც იტყვიან, რომ მონიტორინგში მინდაო. ამიტომ კრიტერიუმები უნდა იყოს შემუშავებული. იქ რომ შედიხარ უნდა იცოდე, რა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, სად უნდა გაავრცელოდა როგორც უნდა გაავრცელო ეს ინფორმაცია.რადგან საქმე ეხება სენსიტიურ თემებს. შეიძლება, არაფრისგან ისეთი სენსაცია გააკეთო, ან სენსაცია მიჩქმალო“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია იწყება - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)