|
2020-03-17 18:41:38, 1673 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საჯარო შეხვედრებს არ გამართავს
„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრებს არ გავმართავთ, შესაბამისად, მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა დაგვეთმოს საეთერო დრო, რომ ამ ფორმატში გაიმართოს შეხვედრა და დიალოგი საზოგადოებასთან",- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის შინაარსს კომისია საზოგადოებას ტელეეთერის საშუალებით გააცნობს, გაიმართება დისკუსია და კითხვები გაეცემა მოქალაქეთა პასუხებს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონსულტაციები სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება. „ჩვენ გვექნება კონსულტაციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა შევჯერდეთ თარიღებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება ორივე ასეთი შეხვედრა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე განმარტა, რომ დადგენილია კონსტიტუციური ვადა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყება მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. „ 17 აპრილამდე კანონპროექტს საპარლამენტო ფორმატში ვერ დავუბრუნდებით და ყველაზე ადრე, 28 აპრილს არის შესაძლებელი კანონპროექტის კენჭისყრა, გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან. ანუ, 28 აპრილი არის უახლოესი თარიღი, როდესაც შესაძლებელია პირველი მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციურ კანონპროექტს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)