|
2020-03-17 13:25:16, 1664 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - კარანტინის წესის დამრღვევ პირთა მიმართ, დამატებითი სანქციები დაწესდება
„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა ერთგვარ გადაცემის რისკს ზრდის, ამიტომ საჭიროა ამ ცვლილების მიღება. „მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გავქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ვთხოვ, თქვენთან ერთად დაამუშავოს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)