|
2020-03-16 14:05:55, 1662 ნახვა
კომენტარი
თურნავა - კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე
„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება მათ სივრცეებში და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს მიტანის სერვისის კომპანიებთან შეხვედრა აქვს და იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე. „კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება მათ სივრცეებში და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. მე დრეს საღამოს შეხვედრა მაქვს საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიებთან, ჩვენ ვიმსჯელებთ თუ როგორ გავაძიეროთ მათი სიმძლავრეები, მათი შესაძლებლობები. ჩვენ დავეხმარებით კვებით ობიექტებს ამის კარგად ორგანიზებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. თურნავამ აღნიშნა, რომ კვებითი ობიექტები, ასე თუ ისე, მომზადებულები არიან ამ გადაწყვეტილებისთვის. „ყოველ დღე ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით, აქედან გამომდინარე, კვების ობიექტები მეტნაკლებად შემზადებულები არიან ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ვითვალისწინებს რა, სხვა ქვეყნების პრაქტიკას, სადაც ეს პრობლემა დადგა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს მათთვის იყოს დიდი სიურპრიზი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გამოწვევების წინაშე აყენებს ამ ბიზნესს და ჩვენ მათთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ ყველა საჭირო პრობლემა გავიაროთ ოპერატიულად“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე დაიხურა. ასევე, დაიხურება კვებითი ობიექტებიც.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)