|
2020-03-14 19:07:57, 2493 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიულ გზებზე ინფორმაციას მივაწვდით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ.მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, უკვე გავრცელებული არის თურქეთის ავიახაზების შესაბამისი განცხადება ალტერნატიულ ხაზებთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ასევე, რომ ის ხაზები, რომლებიც მიმდინარეობს და ქართული ავიაკომპანიის აირზენას საშუალებით, ის პირდაპირი ფრენები, რომლებიც არსებობს ევროპული მიმართულებით, იქნება შენარჩუნებული და ეს არის ასევე, ერთ-ერთი ალტერნატივა, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მიმართულებებიც გაიხსნას ქართული ავიაკომპანიის, რაზეც უახლოეს დღეებში ეცნობება ჩვენს საზოგადოებას. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ თუ ისინი, ვერ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საკონსულოში არსებული ცხელი ხაზების მეშვეობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული ქოლ ცენტრი მათ მიაწვდით ასევე დამატებით ინფორმაციას. ყველა ამ ცხელი ხაზის შესახებ ზუსტი ნომრები, როგორც საკონსულოებში არსებული ცხელი ხაზის, ისე საგარეო საქმეთა სამინსიტროს ქოლ ცენტრის, უახლოეს საათებში იქნება გამოქვეყნებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)