|
2020-03-13 17:44:21, 16235 ნახვა
სპორტი
საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდი. მათივე ცნობით, სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადიან. „პარალელურად, დაგეგმილი ტურნირები და მატჩები გადადეს საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება და 15 აპრილამდე გადადო მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი. მათ შორის, 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის მატჩი. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაისის თვეში ჩატარდება 19-22 მარტს ბუდაპეშტში გასამართი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი. 31 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში, რომლისთვისაც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს მარტის ბოლოს უნდა ემასპინძლა. გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც კანადაში 16-22 მარტს უნდა გამართულიყო. ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც თბილისი 4-5 აპრილს მასპინძლობდა, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად ივნისის ბოლოს ჩაატარებს, თბილისში გასამართი გრან პრი კი გაუქმდა. აპრილის ნაცვლად 13-21 ივნისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებიდან თითქმის ყველა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და არცერთი მათგანი არ გაუქმებულა, არამედ გადაიდო გარკვეული დროით, გარდა თბილისის გრან პრისა. ამ ეტაპზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. გუშინ, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. რაც შეეხება 26 მარტს თბილისში გასამართ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ასევე უეფას ეგიდით გასამართ ყველა მატჩს - მათი ბედი 17 მარტს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო ვიდეო კონფერენციას გამართავს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)