|
2020-03-13 17:06:19, 2309 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოცლილი 800 მილიონი დოლარი
ივანიშვილი ფონდი „ქართუს“ მეშვეობით ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მათ 2 ან 3 პროცენტს მიუგდებს, რათა არ მივარდნენ მის შუშის სასახლეში, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბანკი „ქართუს“ ინიციატივას. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით. „ივანიშვილმა დღეს დილიდან გამოაცხადა, რომ მისი ფონდი „ქართუ“ შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ. ბოლო წლებში, ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში და ახლა ნახეთ რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ იმისათვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში. მინდა მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ, დღეს, რომ საქართველო ასეთი დაუცველია მათ შორის ჯანდაცვის და მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი. რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო, ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის არ დამიმადლებია და რას შველის ორი საავადმყოფო, თან არასათანადო პირობებით? აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ექს-პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ახლა ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი ემუქრება. „ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან, მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისგან დაცვას, რადგან უამრავი ქართელი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს. ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ფული, ეს ფული, გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ძირითადი ნაწილი უნდა მომხარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას, იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნებისთვის დახმარებაში, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო კრიზისის ფონზე, მაშინ ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს“,-აღნიშნავს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქართუ“ კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსურ სახსრებს გამოყოფს.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)