|
2020-03-13 14:29:42, 2008 ნახვა
კომენტარი
გახარია - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ
"ღონისძიებებს ვამკაცრებთ და გეუბნებით, რომ ამ ღონისძიებებს გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს. მაგრამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, იმ ღონისძიებებს, რასაც საგანგებო რეჟიმის დროს სახეკმწიფოები ახორციელებენ, საქართველოსი უკვე განხორციელდა.
"ზოგიერთმა სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთ რამეს, ქვეყნებმა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, გამოაცხადეს რას ნიშნავს ის. თქვენ თუ დააკვირდებით, იმ ღონისძიებებს რომლებიც უკვე გავატარეთ, საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ.
ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოქვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და გეუბნებით, რომ ამ ღონისძიებებს გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს. მაგრამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხ3დავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ღონისძიებები, რაც საგანგებო რეჟიმის დროს ქვეყნებმა გაატარეს ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს ეს ზომები", - განაცხადა გახარიამ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)