19:50 - 29 Jul, 2026
|
2020-03-12 12:13:08, 1573 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი ციხეებში პაემნების აკრძალვაზე - პატიმრებისთვის სატელეფონო შეღავათები დაწესდება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი თქმით, წინა პერიოდში ციხეებში პაემნები შეიზღუდა. ამის კომპენსაციას კი მოახერხებენ სატელეფონო შეღავათების შემოღებით.
შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
"წინა პერიოდში ჩვენ ავკრძალეთ პაემნები, მე მინდა მადლობა გადავუხარო თითოეულ პატიმარსა და პატიმრის ოჯახის წევრს, რომ ამას გაგებით მოეკიდა.
რა თქმა უნდა, პაემნების აკრძალვა არ არის მარტივი ტვირთი პატიმრისთვის. ჩვენ ვმუშაობთ უკვე რამდენიმე დღეა იმისთვის, რომ ამ ნაკლის კომპენსირება მოხდეს სატელეფონო შეღავათებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)