06:48 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 10:28:49, 10884 ნახვა

ომი უკრაინაში
გახარია - მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი

"მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახზადა.

 

მისი თქმით, შეზღუდვებს ემატებას ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს

 

"მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების. მოგეხსენებათ ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან.

 

ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა, ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს.

 

გარდა ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შეიკავონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამოდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას," - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics