00:15 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 13:24:44, 3642 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

აშშ–ს ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. 
ბაიდენმა კიდევ 6 შტატში დემოკრატიული პრაიმერი მოიგო, რაც მის მთავარ კონკურენტ სენატორ ბერნი სანდერსს დემოკრატიული პარტიის ნომინაციის შანსს აღარ უტოვებს.
ბაიდენი მისისიპის, მისურის, მიჩიგანის, აიდახოს, ჩრდილოეთ დაკოტასა და ვაშინგტონის შტატებში დემოკრატიული პარტიის მომხრეთა ხმათა 60–80% მიიღო და პრაიმერის უპირობო ლიდერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პრაიმერის დაწყებიდან ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა წინა კვირაში ჩატარებული „სუპერსამშაბათის“ შემდეგ, როდესაც 14 შტატის პრაიმერიდან 10 მოიგო, იგი დემოკრატების ფავორიტი გახდა.
ბაიდენის თქმით, ის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics