|
2020-03-07 15:25:16, 4127 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს
„ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდამ კონტროლირდება ყველა ის ადამიანი, ვინც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ადამიანი არის ჯამში 70 და მათ კვლვეა უტარდებათ. „როდესაც უკვე ინფექციის გადატანა ჩვენს ქვეყანაში ხდება მოსახლიდან მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ესეც არ იძლევა მოსახეობისთვის პანიკის საფუძველს. ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტოლირდება ყველა ის ადამიანი, ვინც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან და იმ 70 ადამიანი შემოწმება ხდება, ვინც იმყოფებოდა კონტაქტში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მანვე განმარტა, რომ თუ მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს რჩევებს გაითვალისწინებენ, ინფექციის გადადების მართვა გამარტივდება. „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომედაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან დაცულები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)