|
2020-03-07 13:52:22, 3656 ნახვა
კომენტარი
აშშ-ის ელჩი - ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია და არ უნდა იქცეს პოლიტიკური პარტიის სპიკერად
„ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტური ფასეულობაა თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას და ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვისაც. „ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც მქონდა, ეს იყო მრგვალი მაგიდა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, რადგან ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის - საკანონმდებლო შტოს და სასამართლოს. მაგრამ არის მეოთხე შტო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის მედია. ვინაიდან მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი, ნამდვილად ვაფასებ ამას. ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა - თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს", - განაცხადა ელჩმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)