|
2020-03-05 14:08:56, 6653 ნახვა
სხვადასხვა
კორონავირუსმა მუტაციის შედეგად უფრო აგრესიული ფორმა მიიღო
ახალმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო აგრესიული ფორმა მიიღო. მეცნიერების თქმით, კოვიდ19 ორ ძირითად მიმართულებად ე.წ „L” და „S” ტიპებად განვითარდა. მათივე თქმით, „S” ანუ კორონავირუსის ძველი ტიპი შედარებით მსუბუქი ფორმისაა და ნაკლებად ვრცელდება. რაც შეეხება „L” , ანუ განვითარებულ ვარიანტს, ის გაცილებით აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება. მეცნიერები საუბრობენ იმაზეც, რომ დღეს „L” ტიპით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70% შეადგინა. 21 იანვარში აშშ-ში დაინფიცირებული ადამიანის მაგალითმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ადამიანი ერთდროულად ორივე სახის კორონავირუსით დაინფიცირდეს. მათივე თქმით, კორონავირუსის მუტაციურმა ფორმამ შესაძლოა ვაქცინის შექმნას ხელი შეუშალოს. ექიმი სტეფან გრიფინის თქმით, ვირუსის „L” და „S” შორის განსხვავებულია ერთ-ერთი პროტეინი, რომელსაც უწოდეს „spike“. მისივე თქმით, ეს პროტეინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ვირუსის განვითარებაში და ვაქცინის შექმნისას სწორედ ამ პროტეინზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. კორონავირუსი მუტაცია მოწმობს, რომ ვირუსი ადაპტაციას მარტივად ახერხებს და უმჯობესდება, ხოლო მისი გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე უფრო მარტივი ხდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსი ძირითადად ცხოველებში გვხვდებოდ და ცხოველიდან ადამიანს გადაეცემოდა. ამ ეტაპზე 35 ლაბორატორია და ინსტიტუტი მუშაობს ვაქცინის შექმნაზე და როგორ მეცნიერები იუწყებიან მომდევნო თვიდან ვაქცინას ადამიანებზე გამოცდია.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)