01:08 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 10:23:59, 888 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული. დამუშავდა, როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა ის ოთახი, რომლითაც მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სარგებლობენ.

კერძოდ, დეზინფექცია ჩაუტარდა მომსახურების სააგენტოს სამუშაო ოთახებს, საგამოცდო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საგამოცდო მანქანებიც.

მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარიც.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ჩატარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics