15:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 14:36:04, 1826 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ ეს იმიტომ, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული

„ოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც ბუნებრივია მოლოდინიც მეტია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვილისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს დემოკრატიის მთავარი მტერი პოლარიციაა.

„30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო  ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც ბუნებრივია მოლოდინიც მეტია. ამ ყველაფერთან ერთად გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვიოს თავისუფლებით, ნამდვილად შეუზღუდავი. პოლიტიკური და ადამინის უფლებათა დაცვიტ, თუმცა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატია გაფრთხილება და ერთიანობა სჭირდება. დღეს მისი მთავარი მტერი როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს, ამის გამო დრეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ სსრკ-ს საზღვრებში 70 წელზე მეტი ხანი მსოფლიოსგან მოკვეთილმა გაატა.

„მსოფლიო, რომელსაც საქართველო 30 წლის წინ კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელ ქვეყნად, დღეს, სრულიად სხვადასხვა მახასიათებლების მატარებელია. საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იოლაციაში გაატარა, 30 წლის მანძილზე მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზ გაიარა. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა მსოფლიოს ყველა კუთხეი დაიმკვიდრეს თავი, საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი კი სხვისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics