|
2020-03-03 14:03:10, 2202 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს
„სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ არ გამოიხატება პროტესტი ზურაბიშვილის, როგორც „ნომინალური ფიგურის“ პარლამენტში მისვლის მიმართ. „ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არანაირ გადაწყვეტლებებს არ იღებს, არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ასევე ძალიან ბევრი სკანდალური რამ უკავშირდება მას ქვეყნის ფარგლებს შიგნით, მაგალითად, როგორიცაა მკვლელების და პედოფილების შეწყალება და ა.შ. იმდენად მინიმალურია სალომე ზურაბიშვილის როლი სახელმწიფო ცხოვრებაში, რომ არ გამოვრიცხავ, პროტესტიც არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ხვალ, 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)