17:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 14:35:09, 2325 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„2020 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის თქმით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ შეადგინა 160 100 000 ლარი.

„2020 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 160 100 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.600 პროცენტით, მაქსიმალური 8.930 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.839 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - წერს საქართველოს ეროვნული ბანკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics