|
2020-03-02 11:47:11, 1217 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი საარჩევნო სისტემაზე - ოპოზიციას არანაირად აღარ აქვს შფოთვის საფუძველი
„მე ვფიქრობ, რომ არანაირად აღარ აქვთ მათ შფოთვის საფუძველი, არც აქამდე არ უნდა ჰქონოდათ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ანრ ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშილი აღნისნავს, 41%-ის მიღების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება მმართველ პარტიას, გამარჯვებულ პარტიას, რომ დააკომპლექტოს ხელისუფლება. „არასდროს დასმულა ჩვენი მხრიდან, რომ დავუშვათ გუნდი ძალა რომელიც 40%-ზე ბაკლებს მიიღებს, შესაძლებელია ხელისუფლების დაკოომპლექტების პრეტენზი ჰქონდეს. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირბეითაც გვაქვს ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ 40%-იანი მხარდაჭერა სჭირდება ყველა ვარიანტში ჯგუფს. მე ვფიქრობ, რომ არანაირად აღარ აქვთ მათ შფოთვის საფუძველი, არც აქამდე არ უნდა ჰქონოდათ. 41-ის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება მმართველ პარტიას, გამარჯვებულ პარტიას, რომ დააკომპლექტოს ხელისუფლება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, მმართველი გუნდი ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივას, რომ ე.წ 40%-იანი ბარიერი დადგინდეს. რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ხელისუფლებას ვერ დააკომპლექტებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციაზეა დამოკიდებულება წავლენ თუ არა ამ კოპრომისზე, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩამოყალიბდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)