|
2020-02-28 18:43:57, 2709 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე ვოლსკის განცხადებაზე - ეს არის იმის ირიბი დადასტურება, რომ ხელისუფლება დაკავებულია ამგვარი ძალადობით
„ბატონი ვოლსკის ასეთი განცხადება არის სწორედ იმის ირიბი დადასტურება და მტკიცებულება, რომ ხელისუფლება არის დაკავებული ამგვარი ძალადობით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, პარლამენტის პირველი სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობის გზით ცდილობს იმ ადამიანების გზიდან ჩამოშორებას, რომლებიც წარსულში უქმნიდნენ, ახლა უქმნიან ან მომავალში შეუქმნის პრობლემებს. „ბატონი ვოლსკის ასეთი განცხადება არის სწორედ იმის ირიბი დადასტურება და მტკიცებულება, რომ ხელისუფლება არის დაკავებული ამგვარი ძალადობით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წარსულში უქმნიდნენ პრობლემებს ან ახლა უქმნიან, ან კიდევ მომავალში შეუქმნიან პრობლემას. ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები, აქტივისტები და სხვა დააშინოს ძალადობით. იგივე მოხდა გიგი უგალავას შემთხვევაში, იგივე მოხდა ბევრი სხვა აქტივისტისა და პოლიტიკოსის შემთხვევაში. ამისივე გაგრძელება არის კონკრეტულად კუპრავას შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები ნაცვლად იმისა, რომ ამას გმობდნენ და ორიენტირებულები იყვნენ დამნაშავეების გამოვლენაზე, მსხვერპლს აბრალებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური დივიდენდები ჩაიწერა მსხვერპლმა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენბთ, რომ პარლამენტის პირველმა სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „თუ დღეს ვინმეს აწყობდა ასეთი განცხადებები და გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა, ესაა ის პარტია, რომელსაც წამროადგენს ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)