|
2020-02-27 22:35:10, 2349 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანთან გამართა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ტონოიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ხვალ კი, შეხვედრები შედგება საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და სომხეთის რესპუბლიკის კათალიკოს-პატრიარქთან გარეგინ მეორესთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)