14:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 14:45:28, 1752 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი - პოლიტიკოსებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო, უახლოეს დღეებში, ყველა მხარემ უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია

„შემიძლია განვაცხადო, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ უახლოეს დღეებში უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

„განვიხილეთ პოლიტიკური საკითხები, თუმცა არ ვაპირებ დავაკონკრეტო ჩვენი დისკუსიის თემები. შემიძლია განვაცხადო, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ყველა მხარეს აქვს ის, რაზეც უნდა იფიქროს და უახლოეს დღეებში გამოხატოს საკუთარი პოზიცია“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics