14:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 20:09:31, 1883 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ განმარტა რომ მინისტერიალის გადატანის გადაწყვეტილება სტრასბურგთან ერთად მიიღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ზურაბ აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ არის მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალური მოცემულ ვითარებაში.

"უკვე რამდენიმე თვეა ამ თემის ირგვლივ არ წყდება აჟიოტაჟი და სპეკულაციები. ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და აშკარად შეიქმნა რისკი იმისა, რომ ამ ფონზე შეიძლება ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას ამ ვითარებამ მიაყენოს ზიანი. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, ხაზს ვუსვამ", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics