|
2020-02-26 10:32:49, 1868 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილი, დღეს გახდება ცნობილი
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილი დღეს გახდება ცნობილი. როგორც ზალკალიანმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს, 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. „განვიხილეთ მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს მინისტერიალის ჩატარება ისე, რომ თავიდან ავიცილოთ სცენარების არასასურველი განვითარება. ამიტომ, ვრჩებით ძალიან ახლო კოორდინაციაში. 26 თებერვალს იქნება სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტების სხდომა და ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რომელსაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი რამდენჯერმე აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)