14:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 00:03:59, 1993 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე უმასპინძლა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

შენობის დატოვების შემდეგ ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი აშშ-ს ელჩის მოადგილე იყო. ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო "მეგობრული სადილი". დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით კი შეხვედრაზე ზოგადი საკითხები განიხილეს:

"ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი, ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე".

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics