|
2020-02-25 23:51:48, 2076 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - ივანიშვილმა შემომითვალა აბაროტები დამეწია
'ევროპული საქართველოს' მსჯავრდებული ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, დაკავებამდე ივანიშვილმა შეუთვალა, "აბაროტები დაეწია". ამაზე მან ე.წ. მატროსოვის ციხიდან გადაცემა რეაქციაში, სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაბურა: ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ნამდვილად შეუთვალა, თუ არა ივანიშვილმა, რომ დაიჭერდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა. უგულავამ თქვა, რომ ის ვერ დაასახელებს იმ ადამიანებს, ვინც მას გზავნილი გადასცეს. "გადმომცა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ უნდოდა ასე ვთქვათ "აბაროტების" დაწევა, რაზეც პასუხი ის იყო, რომ არანაირი "აბაროტები" არ დაიწევა, ხალხს რაც დაპირდი, ის შეასრულე, სხვა შემთხვევაში წყალგამყოფი არის, რომ შეუძლებელია, რაიმე ნორმალურობისკენ დაბრუნება," - თქვა უგულავამ. გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, საპროტესტო ტალღის ფონზე მიუსაჯა, რომლის ერთერთი მთავარი ფიგურა სწორედ უგულავა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)