|
2020-02-25 18:45:43, 2131 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას
„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „პერფომანსს“ აწყობენ ისინი, ვინც დახოცა, გააუპატიურა და გაძარცვა ათასობით ადამიანი. „ამ „პერფორმანსს“ აწყობენ ზუსტად ის „უჯიშოთა ჯიშის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთს გადასცა 30-ზე მეტი ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტი , 125 ქართული სოფელი, 26000 ადამიანი აქციეს ლტოლვილად, უკან შემოაბრუნეს და დააკანონეს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყანაში ჰყავდათ ასობით ათასი პრობაციონერი, დახოცეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ათასობით ადამიანი. ახლა მე მინდა მათ მივმართო: თუ თქვენ ეგრე გსურთ გეტყვით, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად გააკეთა, რომელთანაც თქვენ მისასვლელი პირი დღემდე არ გაქვთ“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)