|
2020-02-25 12:31:35, 1273 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ
„შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასთან დიალოგთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი ეხება ორ მოთხოვნას, ერთია - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი. „აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რაიმე ტექნიკურ შეთანხმებაზე, თუ რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და შემდეგ რამდენი პროპორციული სიით შევა. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. მეორე - შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ის ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს. ამიტომ საუბარია ორ მოთხოვნაზე, ერთია - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)