|
2020-02-24 23:07:28, 3506 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო ემიგრანტებს მითითებას აძლევს
კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს. „მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლოლველად! ლომბარდიის რეგიონის მითითებები: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები) და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45 ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე. დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებგვერდზე! ვენეტოს რეგიონის მითითებები: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე! თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს: https://www.facebook.com/RegionedelVeneto https://twitter.com/RegioneVeneto დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებგვერდზე!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)