|
2020-02-22 15:01:14, 2600 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი DRI-ს კვლევაზე - არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ ტორლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში ამხილეს
„არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ მხილებული იქნა ტორლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ანტიდასავლურ პროპაგანდას“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი DRI-ს კვლევას, რომ საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტები დაფიქსირდა. მისი თქმით, ვიდრე ხელისუფლება ამ ქარხნებს აფინანსებს, მანამ ვერ გვექნება მოლოდინი, რომ ის ეფექტურად იბრძოლებს გარედან წამოსული დეზინფორმაციის შესამცირებლად. „ინფორმაციის საფრთხეც მომატებულია. ჯერ ეგ ერთი ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ მხილებული იქნა ტორლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებს. ამას აფინანსებდა „ქართული ოცნება“. ამ ხელისუფლების პიროებბში, რასაკვირველია შენი ქვეყნის ხელისუფლება, რომ ფულს დებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ვერანაირი მოლოდინი ვერ გვექნება, რომ გარედან წამოსულ დეზინფორმაციას ეფექტურად ებრძვის რომელიმე სახელმწიფო უწყება“, - განაცხადა ანა ნაცვლისვილმა. ცნობისთვის, DRI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც იანვარში საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, პრორუსული გზავნილების გავრცელება და სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა გამოიკვეთ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)