|
2020-02-22 10:24:31, 2067 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო GIPA-ს, რომელმაც მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა. თქვენი სახით გარემოს დაცვის სფეროს დიდი გულშემატკივრები, მხარდამჭერები და პროფესიონალები შეემატება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი ახლა უკვე ჩვენი სამინისტროს გუნდის წევრია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, თქვენი პროგრამის სტუდენტების სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, „გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის” სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალეობებში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა. დღეისათვის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია და ყველა მათგანი დასაქმებულია გარემოსდაცვით სფერში. მათი ნაწილი მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)