02:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 13:44:44, 4005 ნახვა

რეგიონი
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მარნეულში  ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს  სიტყვით ქვემო  ქართლის  რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ  კახა კობერიძემ  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, ოთარ შამუგიამ მიმართეს.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი,  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს  პროგრამების  და  სერვისების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების  გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.    

სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

 შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics