21:51 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 13:34:58, 981 ნახვა

საზოგადოება
ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყობა ბორდიური და დაახლეობით, 2 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ვახორციელებთ. ლიბანის N29–31 კორპუსების მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და მოსახლეობას  წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ელიზი“ ახორციელებს, 108 800 ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიბანის N29 კორპუსის წყალარინების ქსელიც მოაწესრიგა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics