|
2020-02-20 14:00:43, 1359 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - მეტი ვანო ოპოზიციას
„მეტი ვანო ოპოზიციას“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები. როგორც მერმა აღნიშნა, მერაბიშვილი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. „მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, , შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)