|
2020-02-20 12:45:26, 1000 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქრისტოფერ სოჩასთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. „მქონდა პატივი, შევხვედროდი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს. ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. გარდა ამისა, გვქონდა კონსტრუქციული დიალოგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევასთან დაკავშირებით",- წერს გიორგი გახარია „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)