15:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 10:34:09, 1002 ნახვა

კომენტარი
მერაბიშვილი - ჩემი უახლოესი მეგობრები სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს

„ჩემი უახლოესი მეგობრები სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველა მათგანს შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს“, - ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკური გეგმების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

„მახარებს, რომ პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ვფიქრობ, ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით იცით, რომ აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ მე ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი ჩემს განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ  5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი არ შეცვლილა.

ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics