|
2020-02-20 10:09:05, 1072 ნახვა
კომენტარი
ვანო მერაბიშვილი - გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება
,,გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ მათი იმედით შეინარჩუნა ძალა, გააგრძელოს ბრძოლა. ,,ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ახლობელს, იმ ხალხს ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მათ მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.", - განაცხადა მერაბიშვილმა. ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)