|
2020-02-18 12:13:49, 1532 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში, გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს
გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, როდესაც წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა. „გუშინ ჩვენ შვიდი საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე მივეცით შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს, ვინც კომიტეტს მომართა, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, დასწრებოდნენ და არა მხოლოდ დასწრებოდნენ, არამედ შეკითხვებითაც მიემართათ კანდიდატისთვის. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა. ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცედურის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან იყო ასეთი დეტალური განხილვა, ბიუროს ვთხოვდი, რომ ჩვენ ეს საკითხი მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ პლენარულ სხდომაზე და აღარ არის მიზანშეწონილი, ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს – სრულიად უპასუხისმგებლო ჯგუფებმა, ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ კომიტეტს. ამიტომ, პირველი მოსმენით დადგენილი წესით განხილვის გარეშე შეგვიძლია, კენჭისყრაზე დავაყენოთ პირდაპირ პლენარულ სხდომაზე და ამით ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, კერჭისყრა დღის გაიმართება. გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)