|
2020-02-18 11:52:59, 1277 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ირაკლი შოთაძეს აქვს ყველანაირი საფუძველი გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნებისთვის
„გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძეს აქვს ყველანაირი საფუძველი, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ტავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უმრავლესობა მზადაა არჩევნებთან დაკავშირბეული პოლიტიკური დისკუსიისთვის. „მე არ ვიცი ვის უწოდებენ პოლიტ. პატიმრებს. ისინი მაგალითად პოლიტ. პატიმრებს უწოდებენ მათ, ვინც აწყობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას ივნისში. გახსოვთ, რომ იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და მათ უწოდებენ პოლიტიკურ პატიმრებს. ეს არის რეალურად აღიარებითი ჩვენება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იყო მათ მიერ ორგანიზებული. ესაა უმარტივესი აღიარებითი ჩვენება. ბუნებრივია ამ საკითხზე საუბარი ჩვენი მხრიდან არის მიუღებელი. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მზად ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დისკუსიას აფერხებს მათი პოზიცია. ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც უმრავლესობა მხარს უჭერს კანდიდატს და ოპოზიცია ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძეს აქვს ყველანაირი საფუძველი, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)