03:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 11:40:12, 3562 ნახვა

რეგიონი
ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება აჭარულმა ხაჭაპურმა მიიპყრო

ქართული კერძების მასტერკლასმა ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ღონისძიებაზე, რომელიც ტალინში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, 30-მდე ცნობილმა, ესტონელმა  ჟურნალისტმა აჭარული ხაჭაპურისა და პოპულარული ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტები გასტრონომიასთან ერთად აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსაც გაეცნენ.

პარალელურად, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Tourest 2020“-ზე გაუწია, სადაც რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტალინიდან ბათუმში ჩარტერული ფრენების საკითხი კი მათ Tez Tour-ის მენეჯმენტთან განიხილეს. კომპანია მიმდინარე წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პირველი ჩარტერები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში გასული წლის ზაფხულში განხორციელდა. მზარდია რეგიონში, ესტონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც. 2019 წელს, ამ მიმართულებით რეგიონში +67 ზრდა დაფიქსირდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics