|
2020-02-17 21:59:55, 1751 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ" 50 მილიონამდე ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან
„ნაციონალურმა მოძრაობამ" დადასტურებულად, 50 მილიონამდე ლარი შეჭამა, მოიპარა ბიუჯეტიდან - აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში? მერე ილაპარაკონ ყველაფერ დანარჩენზე, ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „როცა საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამთ ხოლმე რამდენიმე მილიარდზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოვიდა ქვეყანაში და ეს ფული სად გაქრა, დღესაც არავინ არ იცის, ამ შემთხვევაში, ზუსტად ვიცით, სად წავიდა 48 მილიონი და წინა შემთხვევაში, ოთხი მილიონი, რომელიც ერთ შემთხვევაში, სხვა ფორმულირებით, მეორე შემთხვევაში - გაფლანგვის ბრალდებით, დაუმტკიცდა გიგი უგულავას. რატი იონათამიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ნაცმოძრაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ გენერალურ პროკურატურას მხრიდან მეტი გახსნილობისა და საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. „ ბევრისგან მომისმენია, რომ ირაკლი შოთაძის დროს, ამ მიმართულებით პროკურატურაში ნორმალურად იყო დალაგებული ურთიერთობა მედიასთან, საზოგადოებასთან. წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ შემთხვევა, როცა მედიაში პოლიტიკოსების მხრიდან კეთდებოდა კომენტარები, რომ გიგი უგულავა ორჯერ გაასამართლეს ერთსა და იმავე საქმეზე. ასეთი შეურაცხყოფა საზოგადოების არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაბალი წარმოდგენა უნდა გქონდეს საზოგადოებაზე, ეს ტყუილი რომ შეაჩეჩო. მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა უწყებამ უნდა გააკეთოს განმარტება. ეს იურიდიული განმარტებები პოლიტიკოსების საქმე არ უნდა გახდეს. ელემენტარულზე როცაა საუბარი, მგონია, რომ პროკურატურა უფრო გახსნილი უნდა იყოს და მათი მხრიდან გარკვეული კომენტარები, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტებები უნდა კეთდებოდეს და არ უნდა იყოს იმის კომპლექსი, რომ ეს რაღაც პოლიტიკური დებატის ნაწილი იყო კონკრეტული ტყუილი ამ საქმესთან დაკავშირებით და ამიტომ, უწყება კომენტარს არ გაკეთებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)