|
2020-02-17 14:58:07, 7017 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს უსმენენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტიკური პატიმრების ფლაერები დაურიგა. ცნობისთვის, რომ ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 7 თებერვალს შეარჩია. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 1 წევრი იყო. კენჭსყრაში სულ 12 პირი მონაწილეობდა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)