|
2020-02-17 14:34:59, 2156 ნახვა
პოლიტიკა
გაჩეჩილაძე ენმ-ს წევრებს - ჩვენ რა ვქნათ, ვიაროთ თქვენ მიერ მოკლული ადამიანების ფოტოებით?
„რაც ახლა აქ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩხავანა ადამიანების მხრიდან, არის ამაზრზენი და გულის ამრევი“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა ოპოიციის პროტესტის ფონზე დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადაიანების სურათებით უნდა იაროს, რომ შეახსენოს მათ, თუ რა აქვთ ჩადენილი. „რაც ახლა აქ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩხავანა ადამიანების მხრიდან, არის ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენ რა ვქნათ, აქ მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ, რომ გავახსენოთ, რეები აქვთ ჩადენილი. მე ახლა წესით, იური ვაზაგაშვლის ფოტოთი უნდა მოვსულიყავი, რომ ჩემი მეგობრის, რომლის საფლავზე, შვილის საფლავზე ააფეთქეს მათ და დაპატიმრებული არის, მაგათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც ეს უბედურება ჩაიდინა. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. ბოკუჩავამ სხდომაზე პოლიტიკური პატიმრების ფოტოები დაარიგა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)